May 16, 2024

"80 000 მიგრანტი თურქეთის საზღვრებისკენ მოემართება, ჩვენ ამხელა ტვირთს ვეღარ გავუმკლავდებით"

იდლიბის პროვინციიდან თურქეთის საზღვრებისკენ 80 000-ზე მეტი მიგრანტი მოემართება, -ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, ამხელა ტალღას თურქეთი ვეღარ გაუმკლავდება.

„თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი“,- განაცხადა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთი, რუსეთთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ იდლიბის დაბომბვები შეწყდეს და ამ მიზნით, თურქული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გაემართება.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაერო-მ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიური საჰაერო დატყმების შედეგად, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციას ტოვებდა და ცდილობდა თავი თურქეთისთვის შეეფარებინა.

 

ცნობისთვის, იდლიბში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად, მათი უმეტესობა ლტოლვილია.

წაკითხვა 424 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.