"მსოფლიომ უნდა აიძულოს თურქეთი, გავიდეს სამხრეთ კავკასიიდან"- ნიკოლ ფაშინიანი

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გაუარესების გამო, სომეხი ერის არსებობას საფრთხე შეექმნა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ტელეკომპანია „რასია 1“-ზე საუბრისას განაცხადა.

მან მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმოს ბაქოსა და ანკარას ქმედებები და მოითხოვოს თურქეთისგან გავიდეს რეგიონიდან.

 

„ვინაიდან, თურქეთის სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში კარგს არაფერს გვიქადის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთის მაღალი რანგის სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობენ.

 

მისივე განცხადებით, სომხეთი ფლობს ინფორმაციას, რომ თურქეთის არმიის ქვედანაყოფები ნახჩევანში იმყოფებიან.

 

ფაშინიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა დონეზე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მანამდე უნდა შეწყდეს ძალადობა.

წაკითხვა 457 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.