"ფაშინიანს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწია" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ საჭიროა, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

როგორც პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ძალიან რთული და მტკივნეული, თუმცა სომეხი ხალხისთვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

 

„ამ გადაწყვეტილებების მიღება პრემიერ-მინისტრისგან სიმამაცეს მოითხოვდა. მან აიღო ეს პასუხისმგებლობა. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პრემიერ- მინისტრს და მის გუნდს მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 409 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.