May 14, 2024

იანვარი 06 2023 წაკითხვა 276 ჯერ

კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას „შობის“ დღესასწაულზე გაუწოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის რუსეთის მიერ ე.წ. „საშობაო ზავის“ შეთავაზებაზე უკრაინის რეაგირებას გამოეხმაურა.

 

"უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს... ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები", - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

 

მისი მტკიცებით, ე.წ. „სპეცოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროების უმეტესობამ „მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე“, რადგან ამ შემთხვევაში „ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა“ იქნება.

 

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს. უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის ეს ნაბიჯი თვალთმაქცობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ „დროებითი დაზავება” მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს.

იანვარი 06 2023 წაკითხვა 205 ჯერ

ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.

იანვარი 06 2023 წაკითხვა 176 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს.

იანვარი 06 2023 წაკითხვა 187 ჯერ

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, განაცხადა, რომ არ ენდობა რუსეთის ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღე-ნახევრიანი ზავის განკარგულება გასცა.

იანვარი 06 2023 წაკითხვა 160 ჯერ

აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებს ძალების მოსაკრებად, სამხედრო დანაყოფების გადაჯგუფებისა და ახალი თავდასხმების მოსამზადებლად.

იანვარი 05 2023 წაკითხვა 169 ჯერ

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ) ბეჭდავს სტატიას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის შესახებ, სათაურით „შეუცვლელი რეჯეფი: როგორ გახდნენ დასავლეთი და აღმოსავლეთი თურქეთის პრეზიდენტზე დამოკიდებული“ (ავტორი - კირილე კრივოსეევი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გვერდი 48 სულ 224
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.