თებერვალი 03 2024 წაკითხვა 111 ჯერ

ძველი ევროპელი მხატვრების პორტრეტებზე უზარმაზარი თეთრი საყელოს დანახვისას, რომელიც თითქოს მფლობელს ახრჩობდა, ალბათ ბევრს უფიქრია, რა საჭიროა ასეთი მოუხერხებელი აქსესუარის ტარება, რომელიც არც ლამაზია და არც მოხერხებული. 

იანვარი 04 2024 წაკითხვა 136 ჯერ

ექსკლუზიური მცხობელები, რომლებსაც შეზღუდული რაოდენობითა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება სურს, თავიანთ კომერციულ საიდუმლოებებს გულმოდგინედ იცავენ. ამიტომ, ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა ხდის ამა თუ იმ კონკრეტულ ნაწარმს განსაკუთრებულს, რაც მათ ფასზეც აისახება.

მაისი 09 2023 წაკითხვა 251 ჯერ

ზამთარში განსაკუთრებით გვეზარება დილით ადრე ადგომა. როცა გარეთ ცივა, თქვენ კი თბილად წევხართ თქვენს საწოლში, ამასობაში კი წასასვლელი ხართ სამსახურში, სკოლასა თუ სხვა ადგილას. ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ მეთოდებს, თუ როგორ შეგიძლიათ საწოლიდან ადგომა, როცა ძილის მეტი არაფერი გსურთ.

თებერვალი 01 2023 წაკითხვა 235 ჯერ

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს სამი წლის განმავლობაში უტევდა და ექვს მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, ჩვენ „სახიფათოდ მოუმზადებლები“ ვართ სამომავლო პანდემიებისთვის. ამის შესახებ ახალ ანგარიშში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია (IFRC) იუწყება.

დეკემბერი 19 2022 წაკითხვა 450 ჯერ

უზმოზე წყლის მიღების შედეგად ირეცხება შინაგანი ორგანოები და ხდება ნარჩენების გამოდევნა. დილით მიღებული ერთი ჭიქა თბილი წყალი არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, მოგიხსნით თავის ტკივილებს და  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ სხვა პრობლემას მოგიგვარებთ.

დეკემბერი 12 2022 წაკითხვა 360 ჯერ
  • პასტელური ლავანდისფერი



ფაქტია, რომ 2022 წლის მთავარი ფერი, პასტელური ლავანდისფერია. იქნება ეს ინტერიერის დიზაინი, ტანსაცმელი თუ საახალწლო დეკორი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლავანდისფერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თანაც, ყველასთვის მოულოდნელად, ამ ფერს, ნამდვილად შეუძლია სახლის საახალწლო განწყობით ავსება.

         ნეონები



საახალწლო დეკორაციაში ნეონების გამოყენება, არის სინათლის, სიხალისისა და სადღესასწაულო განწყობის წინაპირობა. აირჩიეთ ნეონის ფერებში გადაწყვეტილი სათამაშოები და დეკორაცია. ხოლო თუ ეს თქვენი გემოვნებისთვის ზედმეტად დატვირთული გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ნეონის საახალწლო განათებები შეარჩიეთ.

        ზღვის ნიჟარები



ზღვის თემატიკა საახალწლოდ? რატომაც არა! თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში, ეს საუცხოო, თამამი, მაგრამ დახვეწილი და ელეგანტური არჩევანია.

        მეტი სიმწვანე



თითქოს, მწვანე ფერი, ახალ წელთან ყველაზე ახლოსაა. მაგრამ, რა მოხდება თუკი უფრო მეტ მწვანე, ბუნებრივ დეკორაციას ჩართავთ? შედეგად უფრო მეტ საახალწლო განწყობას მიიღებთ!

        მდიდრული მეტალ



არსებობს კი ახალი წელი, ბზინვარე მეტალის გარეშე? ცხადია, არა! აირჩიეთ მეტი მეტალის აქსესუარი, მეტი მეტალის სათამაშო, მეტი მეტალის დეტალი და შექმენით დაუვიწყარი საახალწლო განწყობა!

 

წყარო

გვერდი 1 სულ 12
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.