9 ყურადსაღები მიზეზი, რატომაც უნდა მიირთვათ წყალი უზმოზე

უზმოზე წყლის მიღების შედეგად ირეცხება შინაგანი ორგანოები და ხდება ნარჩენების გამოდევნა. დილით მიღებული ერთი ჭიქა თბილი წყალი არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, მოგიხსნით თავის ტკივილებს და  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ სხვა პრობლემას მოგიგვარებთ.

დღეში 6-8 ჩ. ჭ. წყლის მიღება ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ორგანიზმს მატებს ენერგიას, აგრეთვე წონის კორექციის საუკეთესო საშუალებაა და აძლიერებს იმუნიტეტს.

 

იხილეთ დეტალური ინფორმაცია, რა სარგებლობა მოაქვს წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

 რატომ არის სასარგებლო წყლის მიღება უზმოზე?

 

1. უზმოზე მიღებული წყალი წმენდს კუჭს და რეცხავს ნაწლავებს

სასმელი წყალი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც წმენდს ორგანიზმს ნარჩენებისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გროვდება  საკვები პროდუქტების ნარჩენები. ცუდი მეტაბოლიზმის გამო საკვები პროდუქტებისგან დაგროვილი ნარჩენები ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით ვერ გამოდის, წამლავს ორგანიზმს და აზიანებს მის ნორმალურად ფუნქციონირებას. უზმოზე მიღებული 1 ჭიქა თბილი წყალი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურად ფუნქციონირებას და ყაბზობის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

 

2. წყალი უზმოზე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან

დიდი რაოდენობით წყლის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას. რაც უფრო დიდი რაოდენობით წყალს მიიღებთ, მით უფრო თავისუფალი იქნება თქვენი ორგანიზმი, არ შეგაწუხებთ შებერილი მუცელი.

წყლის სარგებელი უდავოა.

 

3. წყალი უზმოზე აუმჯობესებს მადას

გაღვიძებისთანავე დალიეთ წყალი და აღარ შეგაწუხებთ უმადობა.

 

4. წყალი უზმოზე მოგიხსნით თავის ტკივილებს

თავის ტკივილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ორგანიზმში ტენიანობის ნაკლებობა. დაიწყეთ დღე 1 ჭიქა თბილი წყლით. არ დაგავიწყდეთ, მიიღეთ წყალი მთელი დღის განმავლობაში.

თავის ტკივილებთან ერთად გათავისუფლდებით პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან და მრავალი სახის ბაქტერიული ინფექციებისგან.

 

5. უზმოზე მიღებული წყალი სწორი ნაწლავის კედლებს ასუფთავებს ლორწოსგან

უზმოზე მიღებული წყალი სწორი ნაწლავის კედლებს ლორწოსგან ათავისუფლებს. ჯანმრთელი სწორი ნაწლავი ჯანმრთელი ორგანიზმის გარანტიაა.

 

6. უზმოზე მიღებული წყალი გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან

თუ თქვენ დიეტაზე ხართ, ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ თუ დილას თბილი წყლით დაიწყებთ. წყლის მიღება ასწრაფებს მეტაბოლიზმს და გეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში და უზრუნველყოფს, რომ მიღებული შედეგი დიდ ხნით შეინარჩუნოთ.

დაიმახსოვრეთ, დიეტის დროს დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყალი უნდა მიიღოთ.

 

7. წყალი უზმოზე ორგანიზმს მატებს ენერგიას

თუ დაღლილობას გრძნობთ, დალიეთ წყალი. უზმოზე მიღებული წყალი ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლში ჟანგბადი შედის და თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავების გაზრდას.

 

8. წყალი უზმოზე აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და მდგომარეობას

ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება უარყოფითად აისახება სახის კანზე. მიიღეთ წყალი უზმოზე, გაიწმინდეთ ორგანიზმი, რადგან სხეულის დეტოქსიკაცია აგარიდებთ გამონაყარს, გაღიზიანებას, სიწითლეს, ქავილს.

 

9. წყალი უზმოზე აძლიერებს იმუნურ სისტემას

ჯანსაღი იმუნური სისტემა არის სხეულის საიმედო დაცვა დაავადებებისა და ინფექციებისგან.

წყლის გარკვეული რაოდენობის მიღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ.

წყლის უზმოზე მიღების იდეა ეკუთვნოდათ იაპონელებს. ისინი დილას 4 ჭიქა წყლით იწყებენ და უპირატესობას თბილ წყალს ანიჭებენ, ხოლო საუზმეს 30 წუთის შემდეგ მიირთმევენ. აი, ამგვარი შინაგანი ჰიდროთერაპია ეხმარება მათ დარჩნენ აქტიურები და ჯანმრთელები.

წყალს სასწაულების მოხდენა შეუძლია, მაგრამ აუცილებელია რეჟიმის დაცვა. დაიწყეთ დილა ფინჯანი თბილი წყლით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

წაკითხვა 452 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.