ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„მე გავაგრძელებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ლტოლვილთა და სხვა დევნილთა მხარდასაჭერად. გაეროს სისტემაში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ვგრძნობ, რომ დროა, სხვაგვარად ვიმუშაო, უშუალოდ ვითანამშრომლო ლტოლვილებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ მას ესმის მსახიობის სურვილი ცვლილებებისკენ და იმედოვნებს, რომ მათი თანამშრომლობა სხვა ფორმატში გაგრძელდება.

 

ანჯელინა ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობს, კეთილი ნების ელჩად კი, 2012 წლიდან დაინიშნა.

წაკითხვა 226 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.