თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები თბილისში წამოსვლამდე ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ.
„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.
ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
საჯარო სამსახურები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 30 აპრილს გამოსცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ პარლამენტის წინ დღეს, სამშაბათს, 30 აპრილს, 19:00 საათზე; ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ დემონსტრაციას.
29 აპრილს, 19:00 საათზე, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, აქცია-კონცერტი - “არა რუსულ კანონს” გაიმართება.