May 2, 2024

"სურვილი მაქვს შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები"

ეს სამი წელი არ იყო მარტივი, იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რთული, მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა.

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ წლების მანძილზე შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.

 

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მადლობა სამინისტროს გუნდს, მის გვერდით ვიმუშავე სამი წლის განმავლობაში. ჩემთვის მართლაც პატივი იყო ის ნდობა, რაც მე გუნდმა გამომიცხადა, სამი წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ეს იყო მართლაც რთული წლები და რაც მთავარია, შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი, მას წარმატებას ვუსურვებ.

 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პრემიერმა ბრძანა, ეს სამი წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული იყო. მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავანდობ საზოგადოებას. ასევე დიდი მადლობა მედიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 
წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.