ვაშლის სუბსიდირების პროგრამაში 20-მდე საწარმო ჩაერთვება
მივიღეთ გადაწყვეტილება ვაშლის სუბსიდირების თაობაზე, საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი, ფერმერები შესაბამის შემოსავალს მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამაში 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და შეიქმნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს.
„ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბატონმა ოთარ შამუგიამ მოამზადა ეს საკითხი. წელს ჩვენ 120 ათას ტონა ვაშლს ველოდებით. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ სუბსიდირებას. მოგეხსენებათ, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას და ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი, ხაზს ვუსვამ – არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერები მიიღებენ შესაბამის შემოსავალს. დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული ამ პროგრამაში, ოთარ შამუგია გააკეთებს შესაბამის საკოორდინაციო შტაბს და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება მოგვარებული“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სიახლეები
- "მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი" - მიხეილ სააკაშვილი
- "დღეს შავ-ბნელი ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას" - სალომე ზურაბიშვილი
- "უმრავლესობის დეპუტატებს პირდაპირ გეუბნებით: არ მოგასვენებთ!" - მამუკა ხაზარაძე
- "მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები" - შსს
- “ხელისუფლების ქცევას რაციონალური ახსნა არა აქვს, ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული” - გიორგი გობრონიძე