კარტოფილი ისევ გაძვირდა - რა ღირს პროდუქტი

საქართველოში კარტოფილის ღირებულება ისევ გაიზარდა. კერძოდ, ახალქალაქის მაღაზიებში 1 კგ პროდუქტის ფასმა 2,20 -2,50 ლარი შეადგინა. კარტოფილი შედარებით იაფი ბაზრის დახლებზეა.

როგორც east fruit-თან მოვაჭრეები და ფერმერები აცხადებენ, ამის მიზეზი წელს შედარებით, ცუდი მოსავალია, რასაც პროდუქტის მოყვანის ხარჯების ზრდაც დაემატა. მათი თქმით, კულტივირება და სასუქი, საშუალოდ, 50 ლარით გაძვირდა.

 

როგორც ფერმები განმარტავენ, რეგიონში სეტყვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა. ასევე, პრობლემა იყო კარტოფილის მორწყვაც. შესაბამისად, ბაზარზე მიწოდების შემცირებამ ფასების ზრდა გამოიწვია.

 

ფერმერების თქმით, შარშან, ამავე პერიოდში, კარტოფილი 60 თეთრი ღირდა, წელს, ადგილობრივად გაყიდული პროდუქტის ფასი კი 1,20-1,50 ლარს შეადგენს.

 

ბაზარში მოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ კარტოფილის გაიაფება მოსალოდნელი არ არის.

 

წყარო

წაკითხვა 241 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.