"თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 56%-ით გაიზარდა" - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

2024 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 118,507 მგზავრმა ისარგებლა (2023 წლის თებერვალი 75,760 მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები, გასული წლის პერიოდთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა (2023 წლის თებერვალი – 256 რეისი).

2024 წლის ორი თვის ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი – 68%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება“, – აღნიშნულია  აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 110 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.