“ოქტომბრიდან ლარზე მოთხოვნა გაჩნდება არჩევნებიდან გამომდინარე და ამან გაუფასურება შეიძლება შეარბილოს”

“ბოლო სამი კვირაა ლარის გაუფასურება შეუქცევადია და ვერაფრით აჩერებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ლარს 3,40-იანი ნიშნულისკენ გაეხსნა გზა და ეს მაჩვენებელი მალე დაფიქსირდება.

ხოლო წლის ბოლომდე შიძლება 4,0-იან ნიშნულსაც მიაღწიოს. ცალკე საკითხია ის პრობლემები, რაც შეიძლება უკონტროლო გაუფასურებას მოჰყვეს. როგორც ბიზნესი, ასევე მთელი ქვეყნის მოსახლეობა სავალუტო პროცესების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. იმ ფონზე, როცა წინასაარჩევნოდ ასეთი მდგომარეობაა, ადვილად წარმოსადგენია, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როცა პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს და ლარის გაუფასურებასთან ქვეყანას იძულებითი შეგუება მოგვიწევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მოსახლეობის გაკოტრება დაწყებულია” - ლარის დევალვაციას საზღვარი არ აქვს / შეიძლება ცოტა ხანში მოჩვენებითი გამყარება დაიწყოს, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე კურსი დიდი ალბათობით 3.50-ს გადასცდება.

 

“ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარის ასეთი მასშტაბური გაუფასურებით მოსახლეობის მასობრივი გაკოტრება დაიწყება და ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. “,გვქონდა პროგნოზი მაის-ივნისში და შემდგომ პერიოდშიც, რომ სექტემბრიდან დაიწყებოდა ლარის დიდი გაუფასურება. 3,20-3,25-ის ფარგლებში გვქონდა სავარაუდო მაჩვენებელი. ვფიქრობდი უფრო მეტ ვარდნასაც, მაგრამ აქამდე მაინც მეგონა, რომ ეროვნული ბანკი ამას ყველანაირად წინ აღუდგებოდა. ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის დიდი დარტყმა იქნება. გაკოტრება დაწყებულია, ინვესტიციები, ახალი იდეები და ახალი ბიზნესები ვერ შემოდის, ვერაფერი არეგულირებს კურსს”, - განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის თქმით, “,ასე თუ გაგრძელდება, არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა შეიძლება 3,50-იან ნიშნულს თავისუფლად მიაღწიოს, წლის ბოლომდე, 4,0-იანსაც, თუკი პროცესი ვერ გააჩერეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის ინტერვენციებით კურსის გამყარება თუ არა, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება შესაძლებელი იყო, თუმცა სებ-ი რატომღაც ინარჩუნებს მაღალ კურსს, რაც ძალიან მალე ფასების ზრდის საბაბად იქცევა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ შემოაბრუნონ სიტუაცია, ლარის ასეთი გაუფასურება საარჩევნოდ წამგებიანია”, - მიიჩნევს ნიკა შენგელია. სპეციალისტებს განსაკუთრებით ის ფაქტი აფიქრებთ, რომ ლარი ინტერვენციების მეშვეობითაც ვერ მყარდება და ეს მეთოდი უკვე საერთოდ ვეღარ ამართლებს. ფინანსური ბაზრის მკველვარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ვარადობს, რომ კურსი სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება ან მცირედით კიდევ გაუფასურდება, მაგრამ 3,40-იან ნიშნულამდე არ მიუშვებენ, თუნდაც არჩევნების გამო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ოქტომბრიდან ლარზე მოთხოვნა გაჩნდება არჩევნებიდან გამომდინარე და ამან გაუფასურება შეიძლება შეარბილოს. სებ-ის პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, ვვარაუდობ, რომ ინტერვენციებს კიდევ მიმართავენ, რაც საბოლოოდ დოლარის მოცულობას ცოტათი გაზრდის. ალბათ, რაღაც დონეზე დაიჭერენ კურსს, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩემი აზრით, ამ ბოლო თვეებში 3,30-3,33 -ის ფარგლებში იქნება ლარი. საარჩევნო პერიოდი რომ არ იყოს, მეტად ვიფიქრებდი ლარის გაუფასურებაზე, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ზომებს მიიღებენ და ამაზე მეტად არ გაუშვებენ კურსს. ახლა ისეთი მოცემულობაა, როცა ბანკებს დაკრედიტებისთვის ლარი უფრო სჭირდებათ. შეიძლება, რაღაც ლიკვიდობის მომენტი ჰქონდეთ. მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე მაშინ იზრდება ხოლმე, როცა ბანკებს დოლარის დეპოზიტებთან დაკავშირებით უჩნდებათ ლიკვიდობის გარკვეული პრობლემა. საქართველოში ბანკების დეპოზიტების 80% , ძირითადად, დოლარშია, 20% კი ლარშია განთავსებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხდება დეპოზიტებიდან დოლარის გადინება და ბანკები ლიკვიდობის მომენტს ამ შეძენილი დოლარით ამაგრებენ, სადეპოზიტო ვალდებულებების შესასრულებლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხომიზურაშვილი.

 

“ექსპერტები ეროვნულ ბანკს არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებენ ბრალს. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგია არანორმალური დევალვაცია. სებ-ი კი წლის ბოლომდე იგი, სავარაუდოდ, 200 მილიონზე მეტი დოლარის გაყიდვას გეგმავს”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 611 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 25 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.