May 2, 2024

ოქტომბერი 15 2020 წაკითხვა 512 ჯერ

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიმოხილვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზითაც, საქართველო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში  ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


 როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021-25 წლების განმავლობაში, საშუალოდ, ჩვენი წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 5,5 პროცენტი, რაც არის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 


„მათ შორის, 2021 წელს პროგნოზი არის +5,2 პროცენტი და იმის ნიშნები, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან მიდის აღდგენისკენ და დაწყებულია გაჯანსაღების პროცესი, აისახება ყოველთვიურ სტატისტიკაში.  პრემიერ მინისტრმაც  ისაუბრა, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის შესუსტება თვიდან თვემდე, ეს არის ჯერ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდა და ახლა უკვე მთლიანად, რეექსპორტის ჩათვლით, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა სექტემბრის თვეში, ასევე ეს არის ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა და ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მოკრძალებული, მაგრამ დადებითი დინამიკა, რომელიც მომავალ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის შეფასებით, აქედან გამომდინარე, სსფ-ს პროგნოზი, რომელიც გამოარჩევს საქართველოს, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპით გამორჩეულ ქვეყანას უახლოეს წლებში, ეფუძნება საქართველოს მთავრობის  პოლიტიკის იმ ადეკვატურ შეფასებას, რომელიც, პირველ რიგში მიმართულია პანდემიის გავრცელების მართვისკენ. 


„ანტიპანდემიური ღონისძიებები ძალიან ეფექტურად ჩატარდა და ამან ეკონომიკას მისცა თანდათან გაჯანსაღების შესაძლებლობა.  ეს გვაძლებს დღეს საშუალებას, გადავიდეთ ადაპტაციის ეტაპზე, როდესაც დიდი, სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ ნელ-ნელა გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ოქტომბერი 13 2020 წაკითხვა 552 ჯერ

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა.

ოქტომბერი 11 2020 წაკითხვა 611 ჯერ

"მიკრო გრანტების" წლევანდელი ბიუჯეტი ისევე, როგორც სხვების გაზრდილია და 40 მლნ ლარს შეადგენს.

ოქტომბერი 10 2020 წაკითხვა 480 ჯერ

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე თბილისის ცენტრალური პარკი განთავსდება.

ოქტომბერი 10 2020 წაკითხვა 476 ჯერ

ჯერ 2020 წელი არ დასრულებულა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მიდინარე წელი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმეა.

ოქტომბერი 10 2020 წაკითხვა 675 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა, რომ ქართველებმა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ სამშობლო.

გვერდი 56 სულ 87
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.