April 26, 2024

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც 100-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, როგორც ცესკოს სპიკერი აცხადებს, მხოლოდ ორი საჩივარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის შესახებ დაწერილი და ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.

 

„ჩვენ გავეცანით საიას ანგარიშს, როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები. საიას აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის“, - განაცხადა იოსელიანმა.

წაკითხვა 557 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.