„ქუთაისის თანაბარი განვითარება ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ქალაქების ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა“
პარტია“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
წელს პირველად უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულები ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თითოეულ უბანს თავისი შინაარსობრივი და კოლორიტული დატვირთვა აქვს და ღირსეულ განვითარებას იმსახურებს.
მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული. ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის (91,ლნ ლარი) მნიშვნელობაზეც, რომელიც ქალაქის იერსახეს უნდა მოხმარდეს და საბოლოო ჯამში, თითოეული თანაქალაქელის კეთილდღეობაზე აისახოს.
მისი თქმით, ქუთაისი არა მარტო განათლებისა და კულტურის სტატუსს დაიბრუნებს, არამედ ტურისტულ ჰაბად იქცევა. მერობის კანდიდატის გეგმაშია, ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში და არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში.
„ქუთაისის თანაბარი განვითარება, ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქთა ტოპშვიდეულში მოხვედრის მნიშვნელოვანი პირობაა. ქალაქიდან გამგზავრებულ ტურისტებს ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოსვლის სურვილი უნდა უჩნდებოდეთ. კეთილმოწყობილი სკვერები, რეკრეაციული ზონები, საფუძვლიანად რეაბილიტირებული გზები, მოწესრიგებული უბნები, ახალგაზრდული სივრცეები, მრავალფეროვანი გასართობები და ატრაქციები, რაც დაგეგმილია, ჩვენს ქალაქს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახდის უფრო კომფორტულს და სასურველს, არამედ სტუმრებისთვისაც. ქუთაისი უნდა ვაქციოთ ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად, რომელშიც თითოეული თქვენგანის ინიციატივა და თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, მეგობრულ ურთიერთობაში, რომლითაც ჩვენ აშშ-ს ვუყურებთ"
- "გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს განხილვა"
- "დერეკ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო"
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია