May 2, 2024

08:00 საათისთვის კენჭისყრის დასაწყებად საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო - ISFED

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო კენჭისყრის დასაწყებად.

არასამთავრობო წერს, რომ 08:00-08:20 შუალედში უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, ხოლო 08:20 საათისთვის უბნების 0.2%.

 

"სამართლიანმა არჩევნებმა" უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ დონეზე PVT-ის შერჩევაში მოხვედრილი უბნების 99%-დან მიიღო. შედეგების თანახმად:

  • უბნების 99.7%-ზე ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (99.7%);
  • უბნების 57.9%-ზე 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა. 9-დან 14-მდე კომისიის წევრი დაფიქსირდა უბნების 42.0%-ზე. დანარჩენ 0.1%-ზე კომისიის წევრთა რაოდენობა 1-დან 8-მდე მერყეობდა;
  • უბნების 99.6%-ზე უბნის ფართი და შიგა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა;
  • უბნების 75.7% 08:00 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით (99.3%); საარჩევნო უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00-08:20 შუალედში; 08:20 საათისთვის, საარჩევნო უბნების 0.2% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად;
  • უბნების 99.2%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესი გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მცირე გაუარესებაა 2017 წლის არჩევნების შესაბამისი მაჩვენებლთან შედარებით (99.7%);
  • უბნების 99.9%-ზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა, ხოლო უბნების 99.7%-ზე პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო; 
წაკითხვა 272 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.