იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა - გიორგი გოგუაძე

„იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა.

ქუთაისში 124-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში შეადგინა" , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქუთაისში ძალიან მაღალი აქტივობაა.

 

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს და თითოეულ ქუთაისელს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი უკეთესი ქუთაისისთვის. არჩევნები მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პრობლემებისა და ხარვეზების ფონზე კერძოდ, სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ფაქტია ე.წ. კარუსელის შემთხვევა. მათ შორის ყველაზე საგანგაშო იყო 124-ე უბანზე დაფიქსირებული მძიმე შეცდომა, როდესაც კომისიის წევრმა თავმჯდომარემ შეადგინა შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში. თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმას დავიცავ ბოლომდე ამისათვის კი აქტიურად მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები", - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.

წაკითხვა 297 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.