ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი - კალაძე

პარტია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი ჰქონდა და ამის ყველა წინაპირობა არსებობდა.

 

"გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა. ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისკენ" - განაცხადა კალაძემ .

 

მისივე განცხადებით, მეორე ტური გარკვეული მიზეზებით იყო განპირობებული. მათ შორის, კახა კალაძის თქმით, ერთ-ერთ მიზეზი, შესაძლოა "ხმების გაყოფა" იყოს.

 

დედაქალაქის მოქმედმა მერმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა, პროცესს თავადაც რაღაც დააკლო, რის გამოც ამომრჩეველს ბოდიშს უხდის.

 

"დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგები - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების გაყოფამ... ვიტყვი ერთს - ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებენ, პატივს ვცემ.შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს. შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ მზად ვარ მეორე ტურში მივიღო მონაწილეობა და თბილისელების დახმარებით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას" - განაცადა კალაძემ.

წაკითხვა 310 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.