გპირდებით, ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს - კობახიძე

საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე მტკიცებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური შედგება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, სამი შემთხვევაა, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევებში, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენს კანდიდატებსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“) დამაჯერებლად წააგებდა, შესაბამისად, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 325 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.