ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილმა 51.64 % მიიღო, ხატია დეკანოიძემ კი - 48.35 %

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქუთაისში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.

ქუთაისში დათვლილია 124-ვე საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 51,64 %, ხოლო ხატია დეკანოიძეს 48.35 % აქვს.

 

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი და არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

წაკითხვა 454 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.