"გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ 34% ასახელებს"

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%; „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“ – 13%; „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“ – 8%; „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ -7%; „დროა, ელენე ხოშტარია“ – 7%; „ლელო “- 6%; „ხალხის ძალა“ – 5%; „გიორგი გახარია საქართველოსთვის“ -4%; „მოქალაქეეები – ალეკო ელისაშვილი“ -3%; „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 1%; სხვა – 1%;

 

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

წაკითხვა 212 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 25 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.