მოსახლეობის 89% EU-ში 80% კი NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 75% საქართველოს ევროინტეგრაციას "სრულად", ხოლო 14% "ნაწილობრივ" უჭერს მხარს.

გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% ეწინააღმდეგება "მკვეთრად" ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

ამასთან, საკვლევ კითხვაზე, "რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - "ეკონომიკის გაძლიერება"

.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) "პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

 

კვლევის მიხედვით, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვიც (80%). გამოკითხულთა 65% "სრულად" უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - "ნაწილობრივ".

 

IRI-ის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაოები კი ჩაატარა IPM-მა.

 

კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი იყო 63 პროცენტი.

წაკითხვა 214 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 25 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.