"მეგრელებმა ვიცით სტუმარ-მასპინძლობა - ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში"

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ, იმ რეგიონებში გაემგზავრა, სადაც არჩევნები მიმდინარეობს. ამჟამად მინისტრი სამეგრელოში, სენაკში იმყოფება, სადაც მან მედიასთან საარჩევნო პროცესში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

„მე დღეს დილით ადრე მივეცი ხმა მთაწმინდის არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება - მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა... ახლა ვარ აქ, გავაგრძელებ ზუგდიდისკენ. ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ აქეთა მხარესაც ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ამიტომ აქ გავჩერდით ცოტა ხნით და ახლა წავალთ ზუგდიდში.

 

რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი. ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში - ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 86 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.