May 15, 2024

რის მიხედვით შეარჩევს “ოცნება” პროპორციული სიის პირველ ოცეულს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პროპორციული სიის პირველ ოცეულს უახლოს 10 დღეში წარადგენს.

მანამდე, პარტიის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი სიას აგვისტოს ბოლოსთვის წარადგენდა. “მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება”, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მმართველი პარტიის პროპორციულ სიასთან დაკავშირებით “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, “ქართული ოცნება” შეეცდება ისეთი პირები დააყენოს სიის სათავეში, რომელთაც მაღალი ელექტორალური ნდობა ექნებათ. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ სიაში რამდენიმე პირი საზოგადოების სიყვარულითა და სოციალური კაპიტალის მიხედვითაც აარჩიონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რის მიხედვით შეარჩევს “ოცნება” პროპორციული სიის პირველ ოცეულს.

 

“არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონიუქტურიდან, იქიდან თუ რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს და იმის გათვალისწინებით თუ როგორი იყო მმართველი გუნდის საარჩევნო სია წინათ, ყველაფერთან შედარებით ახალი საარჩევნო სია უნდა იყოს წინანდელთან შედარებით უკეთესი, რომ ამომრჩევლის ნდობას იწვევდეს. რა თქმა უნდა, პირველ ოცეულში იქნებიან მთავარი საკვანძო ფიგურები. მე ასე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ პირველ ოცეულში იქნება ახალი სახეები, რომლებზედაც თავად “ქართული ოცნების” ლიდერები საუბრობდნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული იმაზე თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, მმართველი გუნის სიის სათავეში შესაძლოა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიხილოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს ახალი სახეები წესით უნდა იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც “ქართული ოცნების” ელექტორატს მოიზიდავენ. მათ შორის გადაუწყვეტელ ელექტორატსაც. ჩემი აზრით, მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყველა პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ პირველ ოცეულში ჰყავდეს ისეთი პირები, რომელთაც გარკვეული ელექტორალური მიმზიდველობა ექნება. თუმცა შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზურგს უკან აქვთ სოციალური კაპიტალი, არის საზოგადოებისთვის საყვარელი სახე. ჩვენი ქართული მენტალობიდან გამომდინარე არც ესაა გამორიცხული. გიორგი გახარია, შეიძლება იყოს სიის პირველი ნომერი, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს საზოგადოების მაღალი ნდობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქნებაა სიის სათავეში”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

წაკითხვა 479 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 03 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.