"უკვე ვიცით, როგორ უნდა მისცენ ხმა ინფიცირებულებმა" - გახარია

ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში.

 

„ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში. ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკოსთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმაც და ცესკომაც და ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოებას როდესაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვირუსს“, - აღნიშნა პრემიერმა.

წაკითხვა 475 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.