,,ხმა მივეცი ევროპულ მომავალს" - ბიძინა ივანიშვილი

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე, ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. 

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

 

,,მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ივანიშვილის თქმით, ,,ქართული ოცნება" არჩევნებზე 55-60 პროცენტს მიიღებს.

 

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

წაკითხვა 406 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.