"ოცნების" აქტივისტი ფულს არიგებდა" - აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი

"ქართული ოცნების" აქტივისტი მოქალაქეებს ფულს ურიგებდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, მას ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა აქვს და ადგილზე უკვე გამოიძახა სამართალდამცავები.

 

"გადაღებული გვაქვს, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორი მოქალაქეებს ფულს ურიგებდა. დამინახა, რომ ვუღებდი და მაშინვე დამალა ყველაფერი. გამოძახებულია პოლიცია, მაგრამ ჯერ არ მოსულან", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა. 

 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი ნორმის ფარგლებსი მიმდინარეობს და არანაირ აჟიოტაჟს ადგილი არ აქვს.

წაკითხვა 437 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.