"ეს არის ოპოზიციის ტრიუმფი" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება, რომელიც ტელეკომპანია ,,მთავარმა" გამოაქვეყნა. 

 

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. 

 

,,ეს არის ისტორიული დღე, იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება, იმ პირობებშიც კი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მიუხედავად ზეწოლისა, ეს არის ოპოზიციის ძალიან დიდი ტრიუმფი, ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ერთიანი ეროვნული მთავრობა, "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

წაკითხვა 400 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.