"არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ბიულეტენების გაბათილება" - ბურჯანაძე

"ვიცი, რომ ყუთებში არის მინიმუმ 5%, სამწუხაროდ მეტი არა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა", - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. 

 

ის ეგზიტპოლებს არ ენდობა და მოუწოდებს მმართველ პარტიას, ობიექტურად დაითვალოს არჩევნების შედეგები. 

 

"არ გაბედოს ქართულმა ოცნებამ ამ ბიულეტენების გაბათილება როგორც ეს 2013 წელს გააკეთა, ან სხვა პარტიებისათვის გადალაგება, როგორც ეს გააკეთა 2016 წელს. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომელიც გამოცხადდა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმართ. ისტორიულად, როდესაც 1 პროცენტი გვეწერა კვლევაშიც და ეგზიტპოლშიც, 2013-2014 წელს 10-11%-ს ვიღებდით. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ მით უფრო, რომ მისული ადამიანების 40%-მა თავისი აზრი საერთოდ არ დააფიქსირა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წაკითხვა 399 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.