"ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე ვენერაზე და მესამე იუპიტერზე" - უსუფაშვილი

"საქართველო ნამდვილად იქნება სხვანაირი. ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ვინც ერთპარტიულობისკენ ილტვოდა, ეს არ გამოუვა", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოში დადგა დრო, როდესაც ყველა ისწავლის პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურას. 

 

"ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე, რომლებიც ერთმანეთთან შედარებით, ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე ვენერაზე და მესამე იუპიტერზე... მათი შედეგებით ჩვენ არანაირი საბოლოო პოლიტიკური დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი აქტივისტები აგრძელებენ შრომას და ბრძოლას ყველა ამომრჩევლის ხმის დასაცავად - არა მხოლოდ "ლელოს" ამომრჩევლის. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებში სწორად იყოს ასახული თითოეული მოქალაქის განწყობა და ჯამურად, მოსახლეობის განწყობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

წაკითხვა 391 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.