"თბილისში მესამე პარტია ვართ - მომავალი ჩვენია" - გირჩი

"გირჩი" ეგზიტპოლებს ეხმაურება და საკუთარი შედეგის წინასწარ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს. 

 

"მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს, საბოლოო შედეგი რათქმაუნდა ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია", - თქვა "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. 

 

პარტიის საარჩევნო სიის მე-10 ნომრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, არჩევნების პირველადი შედეგები ძალიან პოზიტიურია. 

 

"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და საბოლოო ჯამში იგივე შედეგები შეგვიძლია რეგიონებშიც გავიმეოროთ.

 

ზოგადად წინ საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება გველის იმიტომ, რომ როგორც ჩანს ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობა ექნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალ კოალიციაში ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც ჩვენი იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

წაკითხვა 406 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.