"არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“ - სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მთავრობაში თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ოპოზიციამ მთავრობის დასაკომპლექტებლად კონსენსუსური ფიგურები იპოვნოს.

 

ამის შესახებ მან „მთავარის“ ეთერში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

 

„ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემი ქვეყანაში არყოფნის პირობებშიც კი აიღო მინიმუმ 33%-ი, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ამ პირობებში, ეს არის პრაქტიკულად ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროებისა, დაშინებებისა, ზეწოლისა. ამ პირობებში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაცხადებ , რომ არ მივისწრაფი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა ვიპოვოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია, ოპოზიციური ძალების ერთიანობის მთავრობა, იმისთვის, რომ დავძლიოთ, „ქართული ოცნების“ მძიმე მემკვიდრეობა და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაკითხვა 426 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.