"პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს" - თალაკვაძე

„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

 

„ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია.

 

„ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილი არჩევნებში, მოქალაქეებმა ცხადად უთხრეს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ სურთ მხოლოდ მშვიდობიანი განვითრება, ამიტომ ამ არჩევანს, რომელიც არის უზენაესი და ყველაზე ძლიერი დემოკრატიაში, ვერ შეცვლის ვერცერთი ცალკე აღებული რადიკალური ძალა. ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, რომ დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, დაუჯერონ იმ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აწვდის და დაერმორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

წაკითხვა 392 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.