Reuters საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს

ოთხი ეგზიტპოლის შედეგებით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნის - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

 

ოთხივე ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ეგზიტპოლების თანახმად, მეორე ადგილს ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. 1%-იანი ბარიერი კიდევ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა.

 

"ქართული ოცნების" განცხადებით, არჩევნებში გამარჯვება მმართველი პარტიისადმი სანდოობის გამოცდასა და უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის შექმნას გულისხმობს", - წერს Reuters-ის კორესპოდენტზე დაყრდნობით.

 

მანამდე, Reuters წერდა, რომ არჩევნები საქართველოში ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით მიმდინარეობდა.

 

"გამოკითხვების უმრავლესობის თანახმად, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ერთპარტიული მთავრობის შესაქმნელად საჭირო 40% –ზე მეტი ხმების მოპოვებას.

 

საარჩევნო უბნების გახსნიდან რამდენიმე საათში ოპოზიციამ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ხმების მოსყიდვაში და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მუქარის განხორციელებაში დაადანაშაულა.

 

ქართული ოცნების ლიდერებმა ბრალდებები უარყვეს და მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დარღვევა აღიარეს", - წერს გამოცემა. 

წაკითხვა 388 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.