"გლდანი უპირობოდ გამარჯვებულია პირველ ტურში" - ნიკა მელია

გვქონდა ეს მოლოდინი. ვიხილეთ, თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონი არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეგზიტპოლების შედეგზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, გლდანში უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში.

 

,,მინდა მივულოცო ყველა გმირ საქართველოს მოქალაქე ამომრჩეველს, რომელთა თავგანწირვით და გმირობით მოხერხდა ოლიგარქის დამარცხება, გვქონდა ეს მოლოდინი და ვიხილეთ თუ რა პირობებში მოგვიწია ამ გამარჯვების მოპოვება, გლდანის რაიონში არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, დაახლოებით 10% ვართ შტაბში, დანარჩენი ადამიანები არიან უბნებზე, და ითვლიან ხმებს. წინასწარი მონაცემებით, გლდანი უპირობოდ არის გამარჯვებული პირველ ტურში. ,,ქართულმა ოცნებამ" თვალი გაუსწორა რეალობას, მაგრამ იმ ადამიანებს რომლებიც შეიარაღებული დარბოდნენ გლდანის რაიონში, კალაძის ძმაკაცებს, არ უნდა ასცდეთ პასუხისმგებლობა არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რევანში, არამედ იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვებმა, რომ ეს არ გაბედონ. უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

ნიკა მელიას განცხადებით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა ,,ქართული ოცნება”, შევიდა საარჩევნო ურნასთან და ხმა მისცა ოპოზიციას.

 

,,დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოატყუა ,,ქართული ოცნება”, დაპირდა შანტაჟის და შიშის პირობებში, შევიდა საარჩევნო ურმასთან და ხმა მისცეს ოპოზიციას. ეს არ იყო ადვილი და მადლობა მათ იმისთვის, რომ არსებობთ და ვიცავთ ხმებს ბოლომდე. ,,ქართული ოცნება” სასტიკად დამარცხდა თბილისში და როდესაც მილიონიან ქალაქში აგებ არჩევნებს, აგებ მთლიანად ქვეყანაშიც.

 

მაქვს მოლოდინი, რომ პარტიული შედეგი გვექნება გაცილებით მაღალი და მე როგორც ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე 50%, რისთვისაც მადლობა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც კანდიდატები არ დააყენეს გლდანში და გავერთიანდით. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რომელიც მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს გამარჯვება ეკუთვნით გლდანელებს, მუხიანელებს და ავჭალელებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

წაკითხვა 426 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.