"რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა" - კობახიძე

"რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა.

 

კობახიძის თქმით, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.

 

„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა. მეორე ტური შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება-წაგებას რაც შეეხება, მკაფიოდ ითქვა ის, რაც ითქვა ჩვენგან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წაკითხვა 477 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.