May 2, 2024

"ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ipsos-მა აჩვენა - ეს დიდი გამარჯვების დღეა" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ეს ipsos-ის კვლევამ აჩვენა.

 

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს მიმართა და მოუწოდა მოწოდების სიმაღლეზე დადგნენ, არ დაუშვან კომპრომისები.

 

„მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“, ერთიანი ოპოზიციის და ასევე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში. ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრეს „იფსოსმა“ აჩვენა. ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლეზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ, ეს არის დღევანდელი ჩვენი დიდი გამარჯვების დღე. ივანიშვილის, ამ გაუგებრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დღე. ყველაფერი ბოლომდე თქვენი გასაკეთებელია. თქვენი დიდი იმედი მაქვს. თითოეული თქვენგანის ვალში იქნება მთლიანად საქართველო თუ ახლა კარგად იმუშავებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაკითხვა 542 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.