May 2, 2024

ანა დოლიძე: გადასატანი ყუთები კოვიდბლეფი იყო, არჩევნები გაყალბდა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ გარკვეულ უბნებზე არჩევნები გაყალბდა.

ანა დოლიძე არც კოვიდსასტუმროებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გაკეთებული არჩევანის სჯერა და თვლის, რომ ამ პირებისათვის გადასატანი ყუთების მობილიზება თავიდანვე "კოვიდბლეფბი" იყო.

 

"ვერ დაუდგენიათ სინამდვილეში რა რაოდენობა ბიულეტენების იყო გაცემული და რა რაოდენობა ხელმოწერები იყო შეგროვილი. ეს აცდენა ბიულეტენებში და ხელმოწერებში ნიშნავს, რომ არჩევნები ამ უბნებზე გაყალბდა და რა თქმა უნდა, ის გაყალბდა ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ. არაფერი, რომ არ ვთქვათ გადასატან ყუთებზე, რომლებიც რასაც ვამბობდით, იყო თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კოვიდბლეფი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

წაკითხვა 460 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.