მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში.

უფრო კონკრეტულად, თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:

#1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:

ბექა ოდიშარია - 47.72%

შალვა შავგულიძე - 28.84%

#2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი

ნოდარ ტურძელაძე - 42.18%

ელენე ხოშტარია - 35.89%

#3 საბურთალოს რაიონი

დავით სერგეენკო - 44.99%

ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63%

#4 ისნის რაიონი

კახა კახიშვილი - 47%

ხატია დეკანოიძე - 25.45%

#5 სამგორის რაიონი

სოზარ სუბარი - 46.61%

ლევან ხაბეიშვილი - 38.23%

#6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი

გია ვოლსკი - 44.31%

ანა დოლიძე - 20.04%

(დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%)

#7 ნაძალადევის რაიონი

მიხეილ ყაველაშვილი - 45.67%

შალვა ნათელაშვილი - 25.23%

#8 გლდანის რაიონი

ნიკა მელია - 43.94%

ლევან კობიაშვილი - 42.68%

რაც შეეხება რეგიონებს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:

#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44%

გიორგი ბოტკოველი - 40.69%

#12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი

ნინო ლაცაბიძე - 49.03%

დავით კირკიტაძე - 30.13%

#16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი

ზაალ დუგლაძე - 48.32%

ნატო ჩხეიძე - 31.05%

#23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

ზაზა ლომინაძე - 39.93%

გრიგოლ ვაშაძე - 36.5%

#28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი

რესან კონცელიძე - 41.01%

ლევან ვარშალომიძე - 35.94%

#27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ჩიქოვანი - 46,14 %

მალხაზ ჯალაღონია - 37,97 %

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 150 დეპუტატს შორის 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.

წაკითხვა 484 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.