ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს ყველა საჩივარი გამჭვირვალედ და სამართლიანად განიხილოს

არჩევნები იყო კონკურენტული და ამომრჩევლებმა ფუნდამენტურ თავისუფლებას პატივი სცეს - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წინასწარი დასკვნებისა და შეფასებებს ეყრდნობა. ევროკავშირის განცხადება, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები, რაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს ყველა საჩივარი გამჭვირვალედ, სამართლიანად და მკაცრად განიხილოს.

 

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე განაგრძობს დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვას, ასევე ადამიანის უფლებების პატივისცემას. თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შექმნის პირობების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია,იმისთვის რომ ამომრჩეველს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს," - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაკითხვა 459 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.