April 26, 2024

ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თანამშრომმლების სამსახურიდან წასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან. 

 

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით" - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში. 

წაკითხვა 532 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.