"2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნები" -მამუკა ხაზარაძე

მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება გამოსავალი, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა.

 

"ყველა ქვეყანაში, როცა პარლამენტი არის ერთპარტიული, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. როგორც კი საშობაო არდადეგები გადაივლის და გამოვლენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებთანც ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ძალიან სერიოზული კავშირები გვაქვს, არა მარტო ბიზნეს-კავშირები, არამედ სერიოზული მეგობრები გვყავს იქ, რომლებთანაც კონტაქტი გვაქვს. როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის, თქვენ დაინახავთ, რომ უკვე ხელისუფლებას მოსთხოვენ – რას შვები? ასე გინდა ცხოვრების გაგრძელება? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ასე გინდა მართო? პასუხი იქნება ის, რომ რა თქმა უნდა, ისევ იხტიბარს არ გაიტეხენ, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, ეს იქნება გამოსავალი…მოდი, ასე დავაყენოთ საკითხი, რიგგარეშე არჩევნები იმას ხომ არ გულისხმობს, რომ ჩვენ, ოპოზიცია ვითხოვთ ამას, უბრალოდ სიტუაცია ითხოვს ამას, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს და ერთხელ და სამუდამოდ ყველას გვეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რომ, მოდი, დავიწყოთ ამ წერტილიდან, არც შენი და არც ჩემი რომ არის. ჩვენ პლებისციტი რატომ შემოვიტანეთ ამ თემაში? თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს არა მარტო არჩევნების გადაწყვეტა იქნებოდა, სხვა ვერდიქტი იქნებოდა. ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ახალი ოთხი წლის ათვლა," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

წაკითხვა 526 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.