"გირჩთან" ერთად ახალი ინიციატივა გვაქვს" - იოსელიანი
"ჩვენ "გირჩთან" ერთად გვაქვს ინიციატივა, რომ თუ "ქართული ოცნება " თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება, მან აიღოს ვალდებულება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები, ერთგვარი პლებისციტის როლს შეასრულებს.
"ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები", - განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.
სიახლეები
- დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
- გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს
- პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
