,,ნაციონალების" და გავრილოვის პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს" - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობისა" და რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

 

მისივე თქმით, ორივე ძალას ქვეყანაში არეულობა სურს, თუმცა, მათი განზრახვა ვერ შესრულდება.

 

„ნაციონალების“ და გავრილოვის პარტნიორობას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და ეს ისტორია დაიწყო 2019 წლის 20 ივნისამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე. მოვლენები, რომლებიც განვითარდა იმ დროს საქართველოში, რა თქმა უნდა იყო მათ საერთო ინტერესებში. დღეს ორ პოლიტიკურ სუბიექტს აძლევს ხელს საქართველოში დესტაბილიზაცია - ეს არის ქვეყნის შიგნით „ნაცმოძრაობა“ და ეს არის ქვეყნის გარეთ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აქვს თავისი ზრახვები საქართველოს მიმართ. თუმცა, ვერც ერთის და ვერც მეორეს განზრახვა ვერ შესრულდება, რადგან სახელმწიფოს აქვს ძალა იმისთვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

წაკითხვა 320 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.