,,ხელისუფლების ტყუილები მელიას საქმეზე" - რას წერს ოთო კახიძე

,,ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ განმარტებას აკეთებს.

 

,,ხელისუფლების ტყუილები მელიას საქმეზე:

 

ტყუილი 1 - თითქოს მელიამ ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.

 

სინამდვილეში იქ გაკეთებული განცხადება არ შეიცავდა რაიმე მოწოდებას ძალადობაზე, პირიქით, აქცენტი იყო მშვიდობიან, ხელებაწეულ ქმედებაზე. ხოლო როცა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა დაიწყო, მელია მოუწოდებდა სხვებს სიმშვიდისკენ და თუ ისინი არ უსმენდნენ, ეს რისი ორგანიზატორი გამოდის - გაუგებარია.

 

ტყუილი 2 - თითქოს კანონით ბრალდებულს აუცილებლად უნდა შეეფარდოს რომელიმე აღკვეთის ღონისძიება.

 

სინამდვილეში გირაო, პატიმრობა და სხვა აღკვეთის ღონისძიებება გამიზნულია ბრალდებულის შესაძლო უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. კერძოდ - მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების განადგურება. არცერთი საფუძველი დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, სრულიად კანონიერი იქნება მელიას დატოვება რომელიმე აღკვეთის ღონისძიების გარეშე და პირიქით, თავის დროზე შეფარდება იყო უკანონობა.

 

ტყუილი 3 - თითქოს პარლამენტს აუცილებლად უნდა მოეხსნა იმუნიტეტი, რადგან ამას ითხოვდა კანონი.

 

სინამდვილეში, პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და იმუნიტეტის მოხსნაზეც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ანუ შეეძლოთ, არ მოეხსნათ მელიასთვის იმუნიტეტი და ეს იქნებოდა სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება.

 

იცოდე კანონი - არ დაიჯერო ხელისუფლების ტყუილები"-  წერს კახიძე.

წაკითხვა 387 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.