May 2, 2024

"გიორგი გახარიამ ერთ წამში წყალს გაატანა ხალხის ნდობა" - სოზარ სუბარი

"მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

 

მისი თქმით, გახარია განსაკუთრებით რადიკალური იყო ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვისას. 

 

"როდესაც უმრავლესობაში გვქონდა მსჯელობა ბევრ საკითხზე, მათ შორის ეს საკითხიც იყო, იმდენად ერთსულოვანი ვიყავით გუნდი და განსაკუთრებით რადიკალური, პრინციპული ამ საკითხში, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი, სწორედ გიორგი გახარია იყო. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს პატიმრობის შესახებ, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პოლიტიკური ნაწილი შეიძლება იყოს – რა დროს და რა ფორმით უნდა მოხდეს აყვანა, რომ ზიანი იყოს ნაკლები. ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ ის იტყოდა, რომ – არა, ბუნებრივია, ასე არ მოხდებოდა და ამ დროს გამოხვიდე ასეთი განცხადებით, გადადგე თანამდებობიდან, არ მესმის", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.