May 2, 2024

შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას - ნედ პრაისი

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. 

 

პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერზე წერს, რომ შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა ძირს უთხრის საქართველოს წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას და ქმნის პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების რისკს.

 

"19 აპრილის შეთანხმებიდან პარტია "ქართული ოცნების" გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების რისკს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის," - წერს პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერზე.

წაკითხვა 313 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.