May 2, 2024

ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა - გიორგი გახარია

"ქართული ოცნების" მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას შიშის გამოხატულებად მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, არც მოქალაქეებს ინტერესებს.

 

"პერსონალურად ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებებში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს ყველაზე ცუდია", - ამბობს გახარია.

 

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 28 ივლისს ბრიფინგი ჩაატარა.

წაკითხვა 321 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.