May 2, 2024

ვალდებულებას, რომელიც ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე ავიღე, შევასრულებ - სააკაშვილი

"იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლისთვის და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა. 

 

მისივე მტკიცებით, ის დაპირებას შეასრულებს და სახალხო რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა.

 

"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას უკვე აღარ გააჩნია.

 

ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება. ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია" - აცხადებს სააკაშვილი.

წაკითხვა 385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.